Thursday, December 18, 2008

ედემი

1. პროექტის სახელი: „ედემის ბაღი“

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეთა მიერ შეიქმნას სკოლის მიმდებარ ტერიტორიაზე კულტურული ლანდშაფტი „ედემის ბაღი“ - შესაბამისი ეკოსისტემით (ბაღი, სკვერი, ხელოვნური ჩანჩქერი, ფანტანი,)

3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები მოახდენენ შესაბამის ლანდშაფტის შესწავლას აღწერენ ამ ადგილს, გამოიკვლევენ ადგილის თავისებურებებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იგი. ასახავაენ ფოტოზე და ანალოგიებს მოიძიებენ სხვა სკოლების ტერიტორიებზე.
4. მოსწავლეთა ასაკი: 14-165. ვადები/ხანგრძლივობა: 2008-2009 სასწ.6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეთა მიერ მოხდება პრეზენტაციები, სადაც წარმოადგენენ სავარაუდო მაკეტებს, გამართავენ დისკუსიებს, შეაგროვებენ გარკვეულ ფოტომასალებს.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ელექტრონული ან ბეჭდური ხასიათის კატალოგები, ბლოგები, რათა მოსწავლეების განუვითარდეთ კვლევის, დაკვირვების, ექსპერიმენტის ჩატარების უნარი.
8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს კულტურული ლანდშაფტის შესახებ მოიკვლევენ მეტ ინფორმაციებს. გაითავისებენ ადამიანის როგორც მთავარი ანთროპოგენური ფაქტორის ზეგავლენას ბუნებაზე.9. სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია: შეისწავლიან ეკოსისიტემას, აბიოტურ და ბიოტურ ფაქტორებს.
გეოგრაფია:: განსაზღვარავენ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილის გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივ ტერიტორიული კომპლექსისათვის.
ხელოვნება: შექმნის ნამუშევრებს, ესთეტიკური სილამაზის აღქმა,
ინგლისური: მოსწავლეები შეძლებენ შექმნან ინგლისური ბლოგები
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარიკა ახვლედიანი, ზურაბ მუშკუდიანი13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: zurabi8355@gmail.com, marika7755@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.edemisbagi.blogspot.com

5 comments:

  1. ძვირფასებო, ძალიან მიმეწონა თქვენი პროექტი.
    მეც მინდა ჩავერთ თქვენს ბიზნესში
    სამტრედიის II სკოლა ვერიკო ჯიჯელავა

    ReplyDelete
  2. მალადეც. საინტერესო იდიაა და რახან დაკავშირებულია ფინანებთან ცოტა შეიძლება გაჭიანურდეს, მაგრამ მაინც განვახორციელებთ.

    ReplyDelete
  3. saocrad kargi proeqtia.. zura aucileblad unda ganaxorcielo. gisurveb carmatebebs!

    ReplyDelete
  4. ზურა ძალიან საინტერესო თემა გაქვს შერჩეული.
    გისურვებ წარმატებებს
    ვიკა ვეკუა

    ReplyDelete
  5. ზურა ძალიან საინტერესო თემაა. კარგია და სასარგებლო ედემის ბაღისთვის მუშაობა.

    ეკა კოპალეიშვილი.
    სამტრედია. იანეთის 1 სკოლა.

    ReplyDelete